უმცროსი გრაფიკული დიზაინერი

ევროპროდუქტი
დიზაინერი
თბილისი
ვაკანსია
29-06
29-08


შპს „ევროპროდუქტი“   დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე.

იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico,  El pozo და სხვა.  

დეტალური  ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

პოზიცია:  უმცროსი გრაფიკული დიზაინერი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გაგრის ქ. 2

სამუშაო განაკვეთი: 09:30 – 18:00

სამუშაოს აღწერა:

  • კომპანიის ციფრული არხებისთვის ვიზუალური კონტენტის შექმნა;
  • მარკეტინგული მასალებისთვის დიზაინის მომზადება;
  • შემუშავებული მასალის საბეჭდად გამზადება;
  • დამტკიცებული დიზაინების არქივის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია გრაფიკული დიზაინის ან ვიზუალური ხელოვნების სპეციალობით); 
  • Photoshop   & Illustrator -ის ცოდნა;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

  • შემოქმედებითი ხედვა;
  • პუნქტუალურობა;
  • მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 

დაინტერესებულმა პირებმა  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელ ფოსტაზე hr@europroduct.ge .

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ  ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!