მთავარი ბუღალტრის მოადგილე

ციტადელი
ბუღალტერია
თბილისი
ვაკანსია
19-07
19-09


კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის მოადგილის პოზიციაზე.

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.

კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com

"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებაზე ზედამხედველობა;
  •  საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
  • ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების კონტროლი;
  • ყველა ოპერაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება, გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება და შესაბამის უწყებაში წარდგენა;
  • საჭიროების შემთხვევაში, აუდიტორულ კომპანიასთან კომუნიკაცია და შესაბამისი დოკუმენტაციით უზრუნველყოფა;
  • კომპანიების მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასება და მათი მინიმიზაცია;
  • მთავარი ბუღალტრის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება  საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით;
  • მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel) ცოდნა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • საგადასახადო კოდექსის ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორაგანიზებული;
  • ოპერატიული;
  • კომუნიკაბელური;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: სრული.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!